Thursday, June 17, 2010

XIX საუკუნის 60-იანი წლები. თბილისში, სომეხთა საფლავის ქვების ეპიტაფიები ვანქის, ხოჯევანქის, პეტრე-პავლეს, ვერის ძველ და ახალ სასაფლაოებზე

***
ამ ლოდიანის ქვეშ სძინამს საუკუნო ძილითა არშაკ მანველოვი - ხელობით დალაქი
            წამკითხველო, გთხოვ შენდობა უთხრათა

***
ამ დალოცვილმა სიკვდილმა
მტრის გული გამიხარაო
25
წლის არშაკას 
საფლავი გამითხარაო
.... ღვინობისთვის 8-სა

***
ზედ აღდგომა დღეს ბრმა ტყვიით მამკვდარვარ. წითელი კვერცხი ვეღარ ვნახამ. ცოლი და წვრილფეხობა ობლად დამრჩომია.
გთხოვთ, შენდობას უთხრამდეთ უდროოდ დაკარგულ ტიგრანა მანველოვს
შობიდან 36 წელსა


***
ცოლის მენენიკში ტორტის კრემით მოვწამლულვარ, სამუდამოდ დამიხუჭნია წყვილი თვალი და გრძელ ქვეყანაში წავსულვარ . ყმაწვილები ჩემი ოჯახობის ხელში დარჩობილანღმერთო მოთმინება და ცხოვრების შნო მიეცი.
ტიფლისკი გარადსკოი უპრავის ჩინოვნიკი ხელობით პერეპისჩიკი რუბენ გასპაროვი.
გარდაიცვალა .... წელსა 23 იანვარს. გთხოვთ შანდობა მითხრათ.


***
ცხოვრებაში ბევრი რამე კარგი მიქნია, შვილები კარგი დამიზრდია, ძმაკაცებში სახელი მქონია, ჩაცმით და მოვლით ობოლი ძმისწულებისათვის პური მიჭმევია.
ბედმა დამჩაგრა და ვასპალენია ლოხკის ავანტყოფობით მამკვდარვარ. ძმაკაცებში გამორჩომილი უბედურ ქვეყანაში წავსულვარ. ჩემი დანაკლისი დღე შვილებისათვის მიმიცნია, მე კი პეტრე-პავლეს სასაფლაოსკენ მიქნია პირი.
გთხოვთ შენდობას უთხრამდეთ
მელიქ გეორქიჩ აივაზოვი.
გარდაიცვალა .... წელსა ღვინობისთვის 22 დღესა, დაბადებიდან 29 წლისა.


***
ეს პამიტნიკი თავის რეშოტკით გინუქ გეონდიანის მაგილაზე დაუდგამს იმის სიმამრს, არშაკ ამბარცუმიანს, თავის შჩოტში.
            წამკითხველო შანდობა უთხარით.

***
ერთი ლუკმა პური მეცა ვჭამდი, ობლობაში გაზრდილმა ჩემი ოსტატის მხრიდან ხელობა მიმიღია, მერე ჟესტიანშიკის დუქნის პატრონიც გამხდარვარ.
სიკვდილმა მომისწრო, უცოლშვილოდ დავრჩი. ამ შავი მიწის ქვეშიდან ვისვენამ საუკუნო ძილითა.
წამკითხველო ერთი შანდობა მაღირსეთ.
         აშოტ ვართანოვი ჩუღურეთელი.


***
ღმერთის ნებით საიქიოსკენ პირი მიქნია, ქმარშილში გახარება არ დამცალდა. ჩემი დანაკლისი დღე ჩემს რაფიკას და მაშუას მისცეს.
დაბადებიდან 34 წლისა ასმიკ ბაინდუროვა, მედოლე ბახჩუას ქალი.
გევედრებით თითო შანდობა მითხრათ.
          გარდაიცვალა .... წელსა ენკენისთვის 10 ში.


***
ცხოვრებაში ვაჭრობით ცოტა ფული მამიჩუქებია, რიყეზეც ორი ოთახი სახლიც მიყიდნია, ქვრივი დედის ხელში ვტოვამ ქვეყანას. 
დედიჯან, ნუ სტირი, ვეღარ მიშველამ.
სეროჟ ხიკარიანი, ყასაბი მელქოს ვაჟი
            გარდაიცვალა .... წელსა აპრილის 12 დღესა


***
ვაენის ომში რაზრივნოი ტყვია ჩემი ჯანი გაუხვრეტიათ. ღთის ნებით ცოცხალი დავბრუნვებულვარ ჩემს ოჯახში ბევრი დარდით და ჩემი სლაბი ჯანით.
რაზრივ სერცას ავანტყოფობით ბოლო მომიღო სიკვდილმა. ცხოვრებიდან ხელაღებული წავედი საიქიოს. ნათელ მზეს ვეღარ ნახავს ჩემი თვალები.
არმენ გეურქოვი

Saturday, May 29, 2010

ამონარიდი ერთი ბლოგერის პოსტიდან:


"სულის გაყიდვა მინდოდა. ეშმაკებმა ყურადღებით დაათვალიერეს იგი, შემდეგ მორიდებით დამიბრუნეს და.. ხელის დასაბანად გაიქცნენ." 

:-)

Wednesday, May 12, 2010

Under Construction